воскресенье, 13 июля 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

შევაჯამეთ პროექტის ცხრა დღე. ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე.ჩემთვის საინტერესო და  მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგი, დეტალურად განვიხილეთ პროექტის ყველა ეტაპი, საინტერესო იყო მუშაობის პროცესი,იმედი მაქვს ამ სიახლეებს დავნერგავ პროექტის განხორციელებისას.
ექექტური და შედეგიანი იყო ყველა დღე, მოლოდინები გამიმართლდა.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ეკას ასეთი კარგი ტრენინგის ჩატარებისათვის!

ჩემი სკოლის ისტორია

пятница, 11 июля 2014 г.

პროექტის მერვე დღე

მიმოვიხილეთ პროექტის შინაარსი, ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია  მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში. დღევანდელი დღე
საინტერესო იყო.

четверг, 10 июля 2014 г.

პროექტის მეშვიდე დღე

ვისაუბრეთ ფასილიტაციის მასალებზე,დავათვალიერეთ გაზეთის შაბლონები და შევქმენით ჩვენი გაზეთი. საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

суббота, 5 июля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გამოვიყენე ინტერნეტი და ჩავსვი საქაღალდეში. ვისაუბრეთ პროექტის პროცედურებზე, კონკრეტულად განვიხილეთ მიმდინარე ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისას.
დღევანდელი დღე ეფექტური და შედეგიანი იყო.

пятница, 4 июля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღეს ვისაუბრეთ  უკუკავშირებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის გამოყენება პროექტული სწავლებისას, ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.ეფექტური და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს შევქმენით პრეზენტაცია, განვიხილეთ შეფასების რუბრიკა  და  შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის. საინტერესო და ეფექტური იყო სამუშაო დღე, ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო შესწავლილი მასალა პროექტის განხორციელებისას.

ჩემი სკოლის ისტორია