воскресенье, 20 мая 2018 г.

სასწავლო პროექტი- "ჩვენ ვქმნით საინტერესო პრეზენტაციებს"



პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:“ ჩვენ ვქმნით საინტერესო პრეზენტაციებს“
პროექტის მთავარი იდეა: გავუღვივოთ ინტერესი ციფრული  წიგნიერებისადმი, შევაყვაროთ კითხვა და პატარაობიდანვე ვიზრუნოთ წიგნიერების დონის ამაღლებაზე
პროექტის მიზნები:მოცემულ პროექტში მოსწავლეები შეძლებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციების შეგროვებას  და დახარისხებას, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების დაუფლებას, პრეზენტაციების შექმნას და წარდგენას აუდიტორიის წინაშე.
პროექტის აქტუალურობა: მოცემულიპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების ამაღლებას, ქსელური ძიების, ტექსტის ელექტრონული დამუშავებისა  და რაც მთავარია , ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში შემოქმედებით და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას .პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად უნდა მოიძიონ მასალა მათთვის საინტერესო თემაზე ინტერნეტიდან ,
და მოცემულ საკითხებზე გააკეთონ პრეზენტაციები. ჯგუფები  მუშაობენ პრეზენტაციის შემოქმედებითად გაფორმებაზე, მასალის ადექვატურად გადმოცემასა და ტექსტის ლაკონურად შედგენაზე.  შექმნილი პრეზენტაციების გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დისციპლინებში დაწყებით საფეხურზე. პროექტი ხელს შეუწყობს  მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

დონე/კლასი: დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეების მიერ შექმნილი საინტერესო პლაკატები  გამოიყენება დაწყებით კლასებში მრავალჯერადად სხადასხვა დისციპლინებში
პროექტის მსვლელობა:


მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავურიგებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას.  ვთხოვეთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.  
პროექტი დაიწყება ზოგადი  შეკითხვით    რას ნიშნავს ციფრული წიგნიერება  და  რამდენად მნიშვნელოვანია ის  ადამიანისათვის“ მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად იფიქრონ დასმულ შეკითხვაზე და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებები,  რომელიც  კომპიუტერულ  წიგნიერებასა და მის მნიშვნელობას ეხება. შემდეგ წყვილებში განიხილონ პასუხები. მოსწავლეები სურვილის მიხედვით  პასუხს მთელ კლასს გაუზიარებენ.
დავსვამ პროექტის მთავარ შეკითხვას „ რის საშუალებით  ავიმაღლებთ ციფრული  წიგნიერების დონეს? კმპიუტერთან მუშაობის რა უნარ-ჩვევებს უნდა ვფლობდეთ? ავუხსენი მოსწავლეებს რომ პროექტზე მუშაობის დროს მათ ეს კითხვა უნდა შეისწავლონ. ჩავატარებ გონებრივი იერიშს,,რა არის საჭირო იმისათვის,რომ ავიმაღლოთ ციფრული  წიგნიერების დონე? განვიხილავ და შევაფასებ მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებებს. ვიკითხავ შემოთავაზებული თემისთვის რომელი მოსაზრება არის მართებული . გავმართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი სახის ტექსტებია მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისო (ინფორმაციული, ნარატიული, სათავგადასავლო) მათი მსჯელობიდან გამომდინარე დავასახელებინებ იმ თემებს, რომელსაც დაამუშავებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. მთელ  კლასთან ერთად შევავსებ ვ-მ-ვ-სქემის პირველნაწილს. ბავშვებს გავაცნობიერებ, იმისათვის რომ დავეუფლოთ ციფრულ წიგნიერებას, უნდა დავეუფლოთ კომოიუტერთან მუშაობის, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარ-ჩვევებს.
დავალებების განაწილება
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად
ჯგუფებს დავავალებ შეარჩიონ თემები, რაზეც სურთ შექმნან პრეზენტაცია (რა თქმა უნდა მათი ასაკობრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე), პრეზენტაციებს გააკეთებენ  A-1  ფორმატის  ფურცლებზე, გააფორმონ საკუთარი შემოქმედებით , გაამდიდრონ საინტერესო ფაქტებით, ვიდეო-მასალებით, გაინაწილონ ჯგუფში დავალებები ისე,რომ  გაითვალისწინონ ერთმანეთის შესაძლებლობები. .პრეზენტაცია,  პირველ რიგში,უნდა  საინტერესო , ლაკონურად და ლოგიკურად დალაგებული და განსაზღვრულ დროს არ გადაცილდეს.
პროექტის დასკვნით ნაწილს ჩავატარებთ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოვაწყობთ სტუმრებისათვის ოთახს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას  ქართულ ენასა და შეძლებენ  ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესში. გამოუმუშავდებათ ინტერნეტში საჭირო იმფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარ-ჩვევები. ახალი ტექსტის დამუშავების , ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის დახარისხების, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.
5.1. ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის დასაგეგმად.
5.3. არცევს და აფასებს ინფორმაციას.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
·         წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
·         თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
·          იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად 
·                   იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.
·         იყენებს  ისტ-ს საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად.
განმარტავს რისთვის  გამოიყებენა მოძიებული მონაცემები ან ინფორმაცია
პროექტის საჭირო რესურსები:  A 4 -ის ფორმატები, წებო, გუაში, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,მარკერი, საბავშვო ენციკლოპედია.

პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
  maiko.arobelidze@gmail.com
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი: http://maikoarobelidze.blogspot.com/







პროექტის სურათები












მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები















პროექტის ვიდეომასალები











ჯგუფი "პლანეტების" პრეზენტაცია