სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის
ხელმძღვანელი
სახელი, გვარი: მაია არობელიძე
რაიონი: ოზურგეთი
სკოლა:
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისფერდის საჯარო სკოლა
თემის დასახელება: „ გავუთბოთ გულები დედებს“
პრობლემის განსაზღვრა
და მისი აქტუალურობის დასაბუთება: დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას
შევუწყოთ ხელი,ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ ბავშვებს მზრუნველობა სხვებზე, ერთმანეთის
თანადგომა და ურთიერთპატივიცემა და რაც მთავარია,შეძლონ მეტი სითბოსა და სიყვარულის
გაცემა,რათა გავუხანგრძლივდეთ ადამიანებს სიცოცხლე. ამიტომაც გადავწვიტეთ
დედებისთვის მოგვეწყო ზეიმი, (სიურპრიზი, რის შესახებაც მათ არფერი უნდა სცოდნოდათ), ბავშვები
დიდი სიხარულითა და ენთუზიამით ჩაერთვნენ პროექტში, ასევე დაგვეხმარა მათი დები და
ძმები.
პროექტის ვადა: ერთი კვირა
დონე/კლასი:დაწყებითი, მეოთხე კლასი
პროექტის მიზანები/შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებითი უნარები, მზრუნველობისა და ურთიერთპატივისცემის
გრძნობა.
ზნეობრივი ფასეულობების გათავისება,თანადგომისა და თანაგანცდის უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის მსვლელობისას
შეიქმნა აპლიკაციები, ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი თაიგულები, ნახატები,დედებისათვის განკუთვნილი საჩუქრები და
ბოლოს გაიმართა დაგეგმილი ღონისძიება.
ამოცანები და განხორციელების გზები:
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში,
ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის შვილების მხრიდან მათთვის სითბოსა და სიყვარულის მიღება,პატივისცემა
და დაფასება.
მოსწავლეებთან
ერთად გადავწყვიტე დედებისათვის მოგვეწყო სიურპრიზი,გაგვიჩნდა
იდეა 4 მარტს ჩაგვეტარებინა მოკრძალებული ღონისძიება. ყველაფერი ისე უნდა შემდგარიყო,
რომ დედებს არაფერი გაეგოთ.(ბავშვებმა შესანიშნავდ მოახერხეს „საიდულოს“ შენახვა,რაც დედებისათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა).პროექტშიასევე ჩაერთო მონაწილეების დები
და ძმები. ღონისძიებისათვის დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები:
- მივუძღვნათ
ლექსები და სიმღერები დედას
- შევქმნათ პატარა თხულება დედაზე
- გამოფენა: „ამოიცანი საკუთარი თავი“
- ვიქტორინა:“ ჩვენ ვახასიათებთ დედებს“, „ვინ უკეთ იცნობს
საკუთარ შვილს“
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება
- დედების საჩუქარი
- ვცეკვავთ დედებთან ერთად.
დედებისათვის მოულოდნელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა ღონისძიება,
ოთახი საგანგებოდ მოვაწყვეთ, მოსწავლეების მიერ შექმილი დეკორაციებით: ფერად- ფერადი ყვავილებით, აპლიკაციებითა
და მათი ნახატებით.ბავშვებმა წაუკითხეს
დედებს ლექსები, მიუძღვნეს სიმღერა,სოფი თავდიშვილმა დედას მიუძღვნა საკუთარი
თხზულება, გაიმართა გამოფენა: „ამოიცანი საკუთარი თავი“,სადაც გამოვლინდა
გამარჯვებული დედა-ია თავდიშვილი, ვიქტორინის გამარჯვებული გახდა თამარ აბუსერიძე.
მინდა აღვნიშნო, შეხვედრამ
მოლოდინს გადააჭარბა, მშობლები ემოციებს ვერ იკავებდნენ, მათთვის ეს ყველაზე
ძვირფასი საჩუქარი იყო, შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გადაეცა მშობლებს.
ღონისძიებას ესწრებოდა
სკოლის ადმინისტრაცია,აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან
ამაზე უკეთესი საჩუქარი- „გავუთბოთ დედებს გული“ არ არსებობს.
პროექტის საჭირო რესურსი:ფერადი ქაღალდები, ფანქრები, თაბახის
ფურცლები,წებო, მაკრატელი,მეხსიერების ბარათი,აუდიო მოწყობილობა.
პროექტის ბოლოს მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
- რა
იყო პროექტზე მუშაობისას შენთვის
საინტერესო?
- რა
ისწავლე ამ პროექტით?
- რა
გააკეთე ამ პროექტში კარგად? რა იყო
შენი წარმატების მიზეზი?
- რა
ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი? რა გინდა შემდეგში
უკეთ გააკეთო?
პროექტის
ვებ/გვერდი/ბლოგი: http://maikoarobelidze.blogspot.com/
პროექტის რეფლექსია
დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას
შევუწყოთ ხელი,ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ ბავშვებს მზრუნველობა სხვებზე, ერთმანეთის
თანადგომა და ურთიერთპატივიცემა და რაც მთავარია,შეძლონ მეტი სითბოს და სიყვარულის
გაცემა,ადამიანებისათვის სიხარულის მინიჭება. ამიტომაც დავგეგმეთ პროექტი
„გავუთბოთ გულები დედებს“
ჩვენი მიზანიც
ეს იყო- მიგველოცა დედებისათვის დედის დღე
და ჩვენი სიყვარულით გაგვეთბო მათი გულები. მინდა ვთქვა, შედეგს მივაღწიეთ. პროექტში მონაწილეობდა
მეოთხე კლასის მოსწავლეები,დახმარება გაგვიწიეს აღნიშნული მოსწავლეების დებმა და ძმებმა,
თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეს სიურპრიზი უნადა
ყოფილიყო დედებისათვის და ეს შესანიშნავდ გამომგვივიდა.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე პროექტის აქტივობები:
- მივუძღვნათ ლექსები
და სიმღერები დედას
- შევქმნათ პატარა თხულება დედაზე
- გამოფენა: „ამოიცანი საკუთარი თავი“
- ვიქტორინა:“ ჩვენ ვახასიათებთ დედებს“, „ვინ უკეთ იცნობს
საკუთარ შვილს“
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება
- დედების საჩუქარი
- ვცეკვავთ დედებთან ერთად.
გავუნაწილე
შესასრულებელი სამუშაოები მათი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე. პროექტის ვადა განისაზღვრა ერთი კვირა. მთელი კლასი ერთობლივად მუშაობდა
სხვადასხვა დეკორაციების შექმნაზე, გააკეთეს აპლიკაციები, ფერად-ფერადი ყვავილები. ინტერნეტში მოიძიეს ლექსები
და სიმღერები დედაზე,დახტეს საკუთარი თვალით დანახული დედები, ერთ-ერთმა მოსწავლემ
დაწერა თხზულება დედაზე- „ჩემი
აღსანიშნავია, რომ ბავშვები აქტიურად და ხალისით
იყვნენ ჩართულნი, მათი მიზანი იყო დედებისათვის ლამაზი და საინტერესო ღონისძიება მოეწყოთ.მე
მონიტორინგს ვუწევდი მოსწავლეებს პროექტის განმავლობაში, ვაძლევდი მითითებებს, ერთად
ვაწესრიგებდით საორგანიზაციო საკითხებს.
ამ პროექტმა ხელი შეუწყო დამოუკიდებლად მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მზრუნველობისა
და ურთიერთპატივისცემის გრძნობა დაუფლებას,ზნეობრივი ფასეულობების გათავისებას, თანადგომისა და თანაგანცდის უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება.
ზეიმისათვის
საგანგებოდ მოვრთეთ ოთახი, ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა, დედები თვალცრემლიანი
და სიხარულით სავსე უცქერდნენ შვილებს, აქტიურად ჩაერთვნენ ვიქტორინაში, გამოვლინდა
გამარჯვებულიც, გადეცათ სიმბოლური საჩუქრები. დასასრულს კი ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს
დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის.პროექტით ყველა კმაყოფილი დარჩა.