воскресенье, 18 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა "მკითხველთა თეატრი"


წრის დასახელება: „მკითხველთა თეატრი“
წრის ხელმძღვანელი: მაია არობელიძე, საგანი- ქართული ენა
მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლის მესამე კლასისი მოსწავლეები:
1.სოფიო თავდიშვილი
2.აკაკი თოიძე.
3.მაგული ლაღიძე
4.ანი ქამადაძე.
5.ლუკა ოზმანიანი
6.ნიკოლოზ ჭეფხოძე
7.ნათია ჩუბინიძე
წრის მიზანი: მოსწავლეთა მიერ გამართული კითხვის დაუფლება ე. ს. გ-ის  მოთხოვნის მიხედვით.
        ქართული დაწყ.(I)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
        შედეგი თვალსაჩინოა: თუ მოსწავლე
·         თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი
·         ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდებს, მცირე ზომის ტექსტებს
·         ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშანთან

წრის მოკლე მიმოხილვა:  ზოგადად, დაწყებით კლასებში ბავშვებს უჭირთ გამართული კითხვა, ამიტომაც გადავწყვიტე საწრეო მუშაობა  ამ მიმართულებით  დამესახა.
   როგორც ცნობილია, გამართული კითხვის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განმეორებითი კითხვა. განმეორებითი კითხვის ფორმებიდან ამოვარჩიე „ მკითხველთა თეატრი“, რადგან ეს ფორმა ადვილად შეიძლება იქცეს ბავშვების საყვარელ მეთოდად, ვინაიდან ის თამაშის ბევრ ელემენტს აერთიანებს. ამასთანავე ეს არის საშუალება, რომ მოსწავლეებს არაგანზრახ „ვაიძულოთ“ ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა მაშინ, როცა უმეტესობა ტექსტს მხოლოდ ერთხელ კითხულობს.
     „მკითხველთა თეატრი“ გულისხმობს ნარატიული ტექსტის მოსწავლეეებიის მიერ კითხვას როლებში.
    მოსწავლეებისათვის ვარჩევ მათი ინტერესებიდან და ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ნარატიული სახის ტექსტს (ზღაპარი,  მცირე ზომის პიესა) და ვანაწილებ როლებს.
აღნიშნული მეთოდი:
·         ავითარებს გამართული კითხვის უნარ-ჩვევას.
·         ავითარებს მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს.
·         უნერგავს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
·         ავითარებს სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს.
·         უნერგავს მოსწავლეს კითხვის სიყვარულს.












საწრეო მუშაობის განრიგი, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი

       საწრეო მუშაობა ჩატერდება კვირაში ერთჯერ,  ყოველ  სამშაბათს ,თითო შეხვედრას დაეთმობა ერთი საათი.
      ბავშვებს წინასწარ გავაცნობ შერჩეულ ნაწარმოებს სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, დავუსახავ კვირის განმავლობაში მისაღწევ შედეგებს, წინასწარ განვსაზღვრავთ დროს მოსამზადებელი პერიოდისათვის. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ტექსტზე მუშაობა , ვარჯიში როლისათვის სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის შერჩევაში ,  საჭირო რეკვიზიტების დამზადება, აგრეთვე ვისაუბრებთ თეატრთან დაკავშირებულ ტერმინებზე.
     მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, როგორ შეფასდებიან. ამის საუკეთესო ინსტრუმენტია რუბრიკა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ.
       ორი შეხვედრის  შემდეგ მოვაწყობთ მკითხველთა თეატრის დღეს. წარმოდგენაზე მოვიპატიჟებთ სტუმრებს , მათ შორის მშობლებს, სხვა კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
   წინასწარ დავამზადებთ აფიშას, რომელის უფრო მეტად მიიზიდავს და დააინტერესებს მაყურებელს.
    წარმოდგენის შემდეგ აუცილებლად შევავსებთ რუბრიკას, გავმართავთ დისკუსიას, ვისაუბრებთ ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. მოსწავლეებს აუცილებლად წავახალისებ და დავუფასებ მათ მონდომებას, რათა  „მკითხველთა თეატრი“ მათი საყვარელი საქმიანობა გახდეს.

წრის სამუშაო პროგრამა

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
აქტივობა
რესურსები
20.02
ილზე  ლიეპას „ბაყაყუნა ბალერუნა“
ტექსტის გაცნობა, თეატრთან  დაკავშირებული ტერმინების გაცნობა, როლების განაწილება
აღნიშნული ტექსტის ქსეროასლი
27.02
„ბაყაყუნა ბალერინა“
ვარჯიში კითხვაში, როლის შესრულებისათვის სათანადო ჟესტიკულაციისა და ინტონაციის გამოყენებაზე ვარჯიში, აფიშისა და საჭირო რეკვიზიტების დამზადება
ფლომასტერი, ფერადი ფანქრები,დიდი ფორმატის ფურცელი, საჭირო ქსოვილები.
6.03
სპექტაკლის წარმოდგენა
როლების განსახიერება მოსწავლეთა მიერ, დისკუსიის გამართვა
სპექტაკლისათვის შექმნილი  რეკვიზიტები
20.03
ჰანს ქრისტიან ანდერსენის „შიშველი მეფე“
ტექსტზე მუშაობა, როლების განაწილება,
აღნიშნული ტექსტის ქსეროასლები
27.03
„შიშველი მეფე“
როლის განსახიერებაზე მუშაობა, გამართულ      კითხვაზე ვარჯიში, საჭირო რეკიზიტების დამაზება
ფერადი ფანქრები, ფერადი , თაბახის ფურცლები, წებო,ფერადი ნაჭრები
3.04
სპექტაკლის წარმოდგენა
როლების განსახიერება მოსწავლეთა მიერ, დისკუსიის გამართვა, შეჯამება სპექტაკლის
სპექტაკლისათვის შექმნილი რეკვიზიტები
10.04
ძმები გრიმების "კაცუნმაცუნა"
ტექსტის გაცნობა, როლების განაწილება
მოცემული ზღაპრის ქსეროასლები, დაფა, ცარცი
17.04
"კაცუნმაცუნა"
გამართულ კითხვაზე მუშაობა, სათანადო მიმიკებისა და ჟესტიკულაციის გამოყენებაზე ვარჯიში, აფიშის დამზადება
ფერადი ფანქრები, დიდი ფორმატის ფურცელი, წებო, მაკრატელი
24.04
სპექტაკლის წარმოდგენა
მოსწავლეთა მიერ როლების განსახიერება, კითხვა-პასუხის რეჟიმი
სპექტაკლისათვის შექმნილი რეკვიზიტები, დაფა ,ცარცი
1.05
ძმები გრიმების "ჰენზელი და გრეტელი"
ტექსტის გაცნობა, უცხო სიტყვებზე მუშაობა, როლების გადანაწილება
ზღაპრის ქსეროასლები, დაფა ,ცარცი
8.05
"ჰენზელი და გრეტელი"
ტექსტზე მუშაობა, აფიშის დამზადება, როლების განსახიერებაზე მუშაობა
ფერადი ფანქრები, დიდი ფორმატის ფურცლები
15.05
სპექტაკლის წარმოდგენა
როლების განსახიერება, გამართული კითხვა, კითხვები პატარა მსახიობებს
წინასწარ მომზადებული რეკვიზიტები
22.05
შარლ პეროს "კონკია"
ტექსტის გაცნობა, როლების განაწილება, უცხო სიტყვების გაცნობა
ტექსტის ქსეროასლები
29.05
"კონკია"
ვარჯიში გამართულ კითხვაზე, საჭირო რეკვიზიტების დამზადება, აფიშის დამზადება
ფერადი ფანქრები, დიდი ფორმატის ფურცელი,
5.06
სპექტაკლის წარმოდგენა
მოსწავლეთა მიერ როლების განსახიერება, კითხვა -პასუხის რეჟიმი
წინასწარ მომზადებული რეკვიზიტები
12.06
შემაჯამებელი შეხვედრა „ჩემი საუკეთესო როლი“
დისკუსიის გამართვა, მოკლეტექსტის შექმნა „ჩემთვის საუკეთესო როლი“
საწერკალამი, თაბახის ფურცლები








     2018 წლის 20 თებერვალს შედგა" მკითხველთა თეატრის" პირველი შეხვედრა, ბავშვებს გავაცანი წრის მიზანი, ამოცანები, მნიშვნელობა და აქტუალურობა, საწრეო მუშაობის პროგრამა და შეხვედრების განრიგი, იმ თემების დასახელება, რაც უნდა განვიხილოთ მეორე სემესტრის განმავლობაში.
    გავაცანი პირველი ტექსტი  ილზე ლიეპას " ბაყაყუნა ბალერუნა", განვიხილეთ უცხო სიტყვები, გავანაწილე როლები და მოსწავლეებს დავურიგე ნაწარმოების ქსეროასლები.

















2018 წლის 27 თებერვალს შედგა "მკითხველთა თეატრის" მეორე შეხვედრა,  ვივარჯიშეთ ტექსტის კითხვაში, როლების შესრულებაში სათანადო  ჟესტიკულაციისა და მიმიკების გამოყენებით, დავამზადეთ საჭირო რეკვიზიტები და აფიშა სპექტაკლისათვის.









2018 წლის 6 მარტს წარმოვადგინეთ სპექტაკლი "ბაყაყუნა ბალერუნა", ოთახი მოვრთეთ შესაბამისად, მოწვეული გვყავდა სტუმრები (მათ შორის მშობლები), სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. რაც მთავარია, მუშაობა საინტერესო  და შედეგიანი იყო, მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ საკუთარ როლებს.










2018 წლის 20 მარტს შედგა "მკითხველთა თეატრის " მეოთხე შეხვედრა. მოსწავლეებს გავაცანი ახალი ტექსტი- ჰანს ქრისტიან ანდერსენის "შიშველი მეფე", განვიხილეთ ზღაპარი, ტექსტში მოცემული უცხო სიტყვები, გავმართეთ დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს ზღაპრის მთავარ იდეაზე.
     მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და დავურიგე ზღაპრის ქსეროქსლები.





2018 წლის 27 მარტს შედგა "მკითხველთა თეატრის" მეხუთე შეხვედრა, მოვამზადეთ აფიშა სპექტაკლისათვის "შიშველი მეფე", დავამზადეთ საჭირო რეკვიზიტები, ვიმუშავეთ ტექსტზე და როლების სათანადოთ შესრულებაზე.









     2018 წლის 3აპრილს გაიმართა საწრეო მუშაობის მეექვსე შეხვედრა, წარმოვადგინეთ სპექტაკლი- ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი "შიშველი მეფე", მოწვეული გვყავდა მშობლები, პედაგოგები.
    სპექტაკლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, შეაფასენ მოსწავლეთა მიერ  შესრულებული როლები, გამოვიყენე კითხვის მეთოდი "ცხელი სკამი",მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ აღნიშნულ მეთოდში.






2018წლის 10 აპრილს გაიმართა საწრეო მუშაობის მეშვიდე შეხვედრა, ბავშვებს გავაცანი ძმები გრიმების ზღაპარი "კაცუნმაცუნა", ვესაუბრე ძმები გრიმების შემოქმედებაზე, დავურიგე ზღაპრის ქსერეოასლები, გავუნაწილე როლები განვიხილეთ უცხო სიტყვები, ვიმსჯელეთ ზღაპრის მთავარ იდეაზე



2018 წლის 17 აპრილს შედგა მკითხველთა თეატრის მერვე შეხვედრა, ვიმუშავეთ ტექსტზე, როლების სათანადო ემოციებით შესრულებაზე, დავამზადეთ სპექტაკლისათვის საჭირო რეკვიზიტები, შევქმენით აფიშა შესაბამისი ნახატებით.









2018 წლის 24 აპრილს გაიმართა "მკითხველთა თეატრის" მეცხრე შეხვედრა, წარმოვადგინეთ ზღაპარი " კაცუნმაცუნა", მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუშაობა პროგრესირდება, ბავშვებმა გაცილებით გამართულად წაიკითხეს ტექსტები, როლებიც უფრო ემოციურად შეასრულეს. სასიამოვნოა, როცა მუშაობა შედეგიანია.
    სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართა მინი დისკუსია, მოწვეული სტუმრები კითხვებს უსვამდენენ მონაწილეებს, ბავშვებმა იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები სპექტაკლის ირგვლივ.










2018 წლის პირველ მაისს გაიმართა "მკითხველთა თეატრის"მეათე შეხვედრა, მოსწავლეებს გავაცანი შემდეგი ტექსტი- ძმები გრიმების " ჰენზელი და გრეტელი', დავურიგე ქსეროასლები, განვიხილეთ ტექსტი, ვიმუშავეთ უცხო სიტყვებზე, ბავშვებს გავუნაწილე როლები და მივეცი შესაბამისი დავალებები.







2018 წლის 8 მაისს გაიმართა" მკითხველთა თეატრის" მეთერთმეტე შეხვედრა,  მოვამზადეთ სპექტაკლისათვის საჭირო რეკვიზიტები, გავაკეთეთ აფიშა, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ ბავშვებს და ხალისით ასრულებენ ამ დავალებას, საკუთარი შემოქმედებით ქმნიან აფიშას, ვიმუშავეთ როლების შესრულებაზე და ტექსტის გამათრულ კითხვაზე.





















   2018 წლის 15 მაისს შედგა "მკითხველთა თეატრის" მეთორმეტე შეხვედრა, წარმოვადგინეთ სპექტაკლი- ძმები გრიმების "ჰენზელი და გრეტელი", სპექტაკლს ესწრებოდნენ მშობლები ,პედაგოგები და დაწყებითი კლასის  მოსწავლეები.
  მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუშაობა  თანდათან იხვეწება, ბავშვები უკეთესად კითხულობენ , როლებს შესაბამისი ემოციებით ასრულებენ და რაც მთავარია, მათი მოტივაცია უფრო იზრდება, ცდილობენ ყოველი ახალი სპექტაკლის წარმოდგენისას შედეგი გააუმჯობესონ და ამას ხალისით აკეთებენ.
  სპექტაკლის ბოლოს გავმართეთ დისკუსია და შევაჯამეთ შედეგები.













    2018 წლის 22მაისს შედგა მკითხველთა თეატრის  მეცამეტე შეხვედრა, მოსწავლეებს გავაცანი ახალი ტექსტი - შარლ პეროს" კონკია"გავაანალიზეთ ზღაპარი, განვიხილეთ უცნობი სიტყვები.
     მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და დავურიგე ქსეროასლები.
       







2018 წლის 29 მაისს შედგა "მკითხველთა თეატრის"მეთოთხმეტე შეხვედრა, შევქმენით აფიშა, რაც ბავშვებისათვის ყველაზე  საინტრესო და სახალისო აქტივობაა,ვივარჯიშეთ როლების შესრულებაზე, გამართულ კითხვაზე, ვისაუბრეთ ზღაპრის პერსონაჟებზე.











2018 წლის 5 ივნისს შედგა "მკითხველთა თეატრის" მე-15-ე შეხვედრა. წარმოვადგინეთ ბოლო სპექტაკლი  შარლ პეროს "კონკია", შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა როლები საკმაოდ ემოციურად შეასრულეს, იმღერეს და იცეკვეს. სპექტაკლის ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი შეხვედრები, აზრი გამოთქვეს მასწავლებლებმა და მშობლებმა. აღნიშნეს, რომ ბავშვებს ეხალისებოდათ და მოსწონდათ რასაც აკეთებდნენ, საინტერესო და ნაყოფიერი იყო მათი მუშაობა.









2018 წლის 12 ივნისს შედგა "მკითხველთა თეატრის" ბოლო შეხვედრა, შევაჯამეთ წრის მუშაობა, ვისაუბრეთ ჩატარებული სპექტაკლების შესახებ, ბავშვებს მივეცი დავალებად დაეწერათ პატარა თხზულება - '"ჩემი საყვარელი როლი". მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი  მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდეს საწრეო მუშაობა.




























Комментариев нет:

Отправить комментарий