вторник, 21 мая 2019 г.

სოციალური პროექტი "შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს"




სოციალური  პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
მაია არობელიძე
თანამდებობა
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
რაიონი
ოზურგეთი
სკოლა
ციხისფერდის საჯარო სკოლა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, მეოთხე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
10 დღე
აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
ცნობადობის ამაღლება შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთა შესახებ, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობა საზოგადოებაში  და მათი შეასაძლებლობების დანახვა.
ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ შესახებ ბევრი რამ მსმენოდა. თეატრი 2016 წელს დაარსდა. „აზდაკის ბაღში“ არის 16 შეზღუდული შეასძლებლობის მქონე პირი.შეზღუდვები არის სხვადსხვა, არის აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი, ფსიქიკური აშლილობა .. ერთხელაც მომეცა საშუალება დავსწრებოდი მათ სპექტაკლს „ბოშები“ (თბილისში), ნანახით გაოცებული დავრჩი. მე მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს მოსწავლეებს ენახათ ამ ბავშვების  ამოუწურავი  შესაძლებლობები.
ვფლობდი ინფორმაციას, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს ინკლუზიური პრაქტიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაბა ურეკის კულტურის სახლში შემოქმედებითი ინკლუზიური კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება ეწყობოდა, სადაც ინტეგრირებული თეატრი  „აზდაკის ბაღი“ წარმოადგენდა სპექტაკლს „კაცია ადამიანი?!

 მომეცა საშუალება საკუთარი თვალით ენახათ ჩემს ბავშვებსა და მშობლებს  მათი შესაძლებლობები და ემოციები გაეზიარებინათ სხვებისთვისაც.
პროექტის  მიზნები/ შედეგები
§  მოცემულ პროექტში მოსწავლეები   ნახავენ ფილმებს აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ, გაეცნობიან მათ შესაძლებლობებს ,გამართავენ დისკუსიას ნანახის შესახებ,  გაიხსენებენ პირადი ცხოვრებიდან მაგალითებს- ჰქონიათ თუ არა ურიერთობა  შშმ პირებთან,შექმნიან პლაკატებს,მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან
§  გაეცნობიან ინტეგრირებულ თეატრს „აზდაკის ბაღი“, ( რომელიც 2016 წელს დაარსდა. იგი 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აერთიანებს).   მათ მიღწევებსა და წარმატებებს, და რაც მთავარია საკუთარი თვალით იხილავენ შშმ პირების შესაძლებლობებს სცენაზე.
პროექტის მდგრადობა

  პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც.  მნიშვნელოვანია შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი შესაძლებლობების გათვალისწინება, რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, არ უნდა გაკიცხოს ისინი მეტად თავისებური ქცევის გამო. მშობლებმა არ უნდა მოითხოვონ, რომ სსსმ ბავშვებმა ცალკე უნდა ისწავლონ,   პირიქით, სსსმ მოსწავლე ხომთანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას. თავის მხრივ კი,რიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობასხდება მეტად მზრუნველი და ტოლერანტული.  ვფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თემის შინაარსი

პირველი  ეტაპი:  პროექტის დაწყებამდე მშობლებსა და მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია,რომ ინკლუზიური პრაქტიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაბა ურეკის კულტურის სახლში შემოქმედებითი ინკლუზიური კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება არის დაგეგმილი, საქართველოს კი ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ წარმოადგენს სპექტაკლით კაცია ადამიანი?!“ თანხმობა ერთხმად მივიღე.
რადგანაც  თეატრი შშმ პირებს აერთიანებდა, გადავწყვიტე ბავშვებისთვის მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა მათ შესახებ.
 პროექტი დაიწყება ზოგადი  შეკითხვით „    რა  იცით და გსმენით  შშმ პირთა შესახებ?  მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად იფიქრონ დასმულ შეკითხვაზე და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებები.ასევე გამოვკითხე, იციან თუ არა, რა არის დაუნის სინდრომი, აუტიზმი და ა. შ.
მეორე ეტაპი: ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა ფილმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე,  გაეცნობიან რომ შეზღუდვები არის სხადასხვა- დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, ფსიქიკური აშლილობა, გამოყოფენ  მათ შესაძლებლობებს. გაიმართება დისკუსია, მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ასევე პირადი ცხოვრებიდან მოიყვანებენ მაგალითებს, შეხვედრია თუ არა ასეთ ადამიანებს, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის შშმ პირები ,რომლებსაც სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებიდან იცნობენ. მივაწოდებ ინფორმაცის ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“შესახებ, ვაჩვებ ფილმს მათ დაარსებასა და მოღვაწეობის შესახებ.
მესამე ეტაპი: მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად (კლასში რვა მოსწავლეა)და ვუნაწილებ დავალებებს. პირველი ჯგუფი აკეთებს კედლის გაზეთს,ხოლო მეორე ჯგუფს ევალება  მოიძიონ დამატებითი მასალები ინტერნეტიდან და გააკეტონ პრეზენტაცია.
მეოთხე ეტაპი:  დაბა ურეკში ინკლუზიური პრაქტიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება.
მეხუთე ეტაპი: პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება სკოლის ბიბლიოთეკაში ,პროექტის მონაწილეები გააცნობენ ბავშვებს თავიანთ ნამუშვრებს,წარმოადგენენ კედლის გაზეთს, გააკეტებენ პრეზენტაცის ინტეგრირებულ თეარტის „აზდაკის ბაღი“ შესახებ, გაუზიარებენ ფესტივალით მიღებულ შთაბეჭდილებებს, საკუთარ ემოციებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თვალით იხილო მაღალი არტისტიზმითა და საოცარი ტრაგიზმით შესრულებული როლები, რაც ამ ბავშვებმა მოახერხეს.


შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
წიგნიერებათანამედროვე გაგებითწიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვისწერისინფორმაციის დამუშავებისიდეებისა და მოსაზრებების გამოთქმისგადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზერომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
ციფრული წიგნიერება (იგივეარაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვემსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერებისცნება კიდევ უფრო გააფართოვაიგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიებისტექსტებისელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენებისუნარსაცრასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდებაინფორმაციული დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციურიმიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციასოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაგულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისადა  ღირებულებების ჩამოყალიბებასროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილებისმიღებაშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპებისაღიარება და სხვა.

სპეციალური საჭიროებები

● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, კედლის გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში




შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
გამოკითხვა
● სამოქმედო გეგმა
●ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
● გამოკითხვა
● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი
● პროექტის შეფასების რუბრიკა

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტი იწყება გამოკითხვით და გონებრივი იერიშით, რომლის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოიყენება. პროექტის დასაწყისში წარვადგენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკას  და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას,რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლი. ასევე შეძლონ შეაფასონ თავიანთი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი, დამეხმარება მე მომავალი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებაში.
 მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად და ჯგუფურად რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო და დავაკვალიანო ისინი. წავახალისებ მოსწავლეებს გაუზიარონ უკუკავშირი ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგ. ბოლოს გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.
           
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·        
·         ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები









დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
·          განვსაზღვრავ მოსწავლეების ძლიერ მხარეებს და  ჯგუფური დავალების შესრულებისას მიზნობრივად მოვახდენ მათ რეალიზებას.

·         ვუზრუნველვყოფ მოსწავლეების შესაბამისად გადანაწილებას ჯგუფური მუშაობისას. 

·         შევამცირებ დავალებებს, ან გავზრდი შესრულების დროს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავავალებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)
ფოტოკამერა
      კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
      ინტერნეტკავშირი

      საბეჭდი მანქანა/პრინტერი
      პროექტორი
 სკანერი
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

      ინტერნეტძიება
 მულტიმედია

      Microsoft Office Word
      Microsoft Office PowerPoint      

ინტერნეტრესურსები
https://www.youtube.com/watch?v=oGYPIAn3FFw












































 პროექტის  რეფლექსია
  2018 წლის 5 ოქტომბერს ინკლუზიური პრაქტიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაბა ურეკის კულტურის სახლში შემოქმედებითი ინკლუზიური კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება ეწყობოდა, სადაც ინტეგრირებული თეატრი  „აზდაკის ბაღი“ წარმოადგენდა სპექტაკლს „კაცია ადამიანი?!’. ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ შესახებ ბევრი რამ მსმენოდა, თეატრი 2016 წელს დაარსდა. „აზდაკის ბაღში“ არის 16 შეზღუდული შეასძლებლობის მქონე პირი.შეზღუდვები არის სხვადსხვა, არის აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი, .. ერთხელაც მომეცა საშუალება დავსწრებოდი მათ სპექტაკლს „ბოშები“ (თბილისში), ნანახით გაოცებული დავრჩი. მე მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს მოსწავლეებს ენახათ ამ საოცარი  ბავშვების   შესაძლებლობები.
 სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი პროექტის იდეაც: ცნობადობის ამაღლება შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთა შესახებ, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობა საზოგადოებაში  და მათი შეასაძლებლობების დანახვა. ამ ფესტივალზე დასწრება კი ამის საშუალებას მაძლევდა, საკუთარი თვალით ენახათ მოსწავლეებსა და მშობლებს შშმ პირთა  სამსახიობო უნარები.
  პროექტი დავგეგმე ფესტივალის ჩატარებამდე 10 დღით ადრე .მოსწავლეებთან ერთად შევადგინე   სამუშაო გეგმა:
  პირველ შეხვედრაზე მოვიწვიე მშობლები და ვესაუბრე აღნიშნული ფესტივალის შესახებ,ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავსწრებოდით ამ ღონისძიებას.
  მეორე ეტაპზე  გავრკვიე ,რა ინფორმაციას ფლობდნენ შშმ პირების შესახებ, გამოვკითხე, იცოდნენ  თუ არა, რა არის დაუნის სინდრომი, აუტიზმი და ა. შ. გავმართეთ დისკუსია.
  მესამე შეხვედრაზე ვაჩვენე ფილმები, განვიხილეთ თითოეული მათგანი, ვიასაუბრეთ შშმ პირების შესაძლებლობებსა და დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე. ვესაუბრე ინტეგრირებულ თეატრის „აზდაკის ბაღი“შესახებ, ვაჩვენე ფილმი თუ როგორ დაასრდა თეატრი, გავეცანით მათ შემადგენლობას , მიღწევებსა და წარმატებებს.
   მესამე შეხვედრაზე კლასი დავყავი ჯგუფებად და მივეცი შესაბამისი დავალებები.
 მინდა აღვნიშნი, რომ ბავშვები ინტერესით მუშაობდნენ  და აქტიურად ასრულებდნენ  დავალებებს, მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი მათ შესაძლებლობებს და  ვაძლევდი ადეკვატურ მითითებებს.

  ემოციურად დატვირთული  და დასამახსოვრებელი იყო პროექტის მეოთხე ეტაპი,  დაბა ურეკში დავესწარით ფესტივალს, ინკლუზიური პრაქტიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყანა მონაწილეობდა.  ფესტივალის დასასრულს „აზდაკის ბაღი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „კაცია ადამიანი?!“სპექტაკლმა სრული ანშლაგით, მაყურებელთა ოვაციების ფონზე ჩაიარა და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
 მინდა აღვნიშნო ,რომ ჩემი მშობლები და მოსწავლეები მთელი სპექტაკლის განმავლობაში მონუსხული უცქერდნენ და სახეზე აღტაცებას ვერ მალავდნენ, მათ სცენაზე იხილეს საოცარი მსახიობების ოსტატობით შესრულებული როლები.სპექტაკლის ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
   და რაც მთავარია, პროექტის მიზანი- რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ნათლად გააცნობიერეს მოსწავლეებმა. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი მოსწავლეებისა და მშობლების შეფასება: „ეს დღე არასდროს არ დაგვავიწყდება და სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება“
 ბოლოს გაიმართა პროექტის დასკვნითი ნაწილი სკოლის ბიბლიოთეკაში ,პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს  კედლის გაზეთი,  პრეზენტაცია ინტეგრირებულ თეარტის „აზდაკის ბაღი“ შესახებ, გაუზიარეს ფესტივალით მიღებულ შთაბეჭდილებები, საკუთარი ემოციები სტუმრებს.
    მე მონიტორინგს ვუწევდი მთელი პროექტის განმავლობაში, ჯგუფის წევრები შეთანხმებულად მუშაობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს.
 ამ პროექტზე მუშაობისას  განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის და  სხვისი უფლებების პატივისცემის უნარები.   
  ვფიქრობ , რომ პროექტმა შედეგი გამოიღო,ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში,  გააცნობიერენ, რამდენად მნიშვნელოვანია შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში და რომ მათთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.