пятница, 10 мая 2019 г.

სასწავლო პროექტი "ხალისით ვკითხულობთ ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალს"

                                                                     

პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:“ ხალისით ვკითხულობთ ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალს“
პროექტის მთავარი იდეა: გავუღვივო  ინტერესი  კლასგარეშე ლიტერატურის მიმართ,შევაყვარო კითხვა და პატარაობიდანვე ვიზრუნო ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად.
პროექტის მიზნები:მოცემულ პროექტში მოსწავლეები წაიკითხავენ ერიხ რუდოლფ რასპეს“ ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“შეძლებენ წაკითხულის გაგება-გააზრებას, მაორგანიზებელი სქემების გამოყენებას  და კითხვების შედგენას ტექსტის მიხედვით, პროექტის დასასრულს მიიღებენ ვიქტორინაში „ბარონის სასაცილო ისტორიები“მონაწილეობას,სადაც მოწინააღმდეგე  გუნდის წევრები ერთმანეთს დაუსვამენ მათ მიერ შედგენილ კითხვებს, გამოვლინდება მათი ცოდნა კითხვა-პასუხის რეჟიმით, მოეწყობა გამოფენა,ჯგუფები შექნიან ნახატს  მათთვის ყველაზე საინტერესო ისტორიის მიხედვით, განუვითარდებათ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები.
პროექტის აქტუალურობა: მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ  დღეს  აქტუალური პრობლემმა მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბება. მათი უმეტესობა ძირითადად არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, არ აქვთ ჩამოყალიბებული კითხვის კულტურა და კითხვის ტექნიკა. ამ პროექტით შევძლებ გავაცნო მოსწავლეები ერთ-ერთ  ცნობილ საბავშვო ლიტერატურას, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს წაკითხულის  ემოცია  და გავუღვივო  წიგნების კითხვის სიყვარული და ინტერესი.კითხვა ამასთანავე  მრავალი უნარის განვითარებასთანაა გაკავშირებული, როგორიცაა წაკითხულის გაგება-გააზრება, ანალიზი, ,  კომუნიკაცია ,  ტექსტის  დამუშავება , პერსონაჟების დეტალურად  დახასიათება და ინფორმაციის დახარისხება.  გააუმჯობესებენ კითხვის ტექნიკას, ტემპს და დაეუფლებიან გამართულ კითხვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები წაითხავენ“ ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალს“და შეადგენენ  კითხვებს თავების მიხედვით, ჯგუფის წევრები ერთმანეთს  გააცნობენ კითხვებს მუშაობის პროცესში,შეადარებენ კითხვებს  და გამოარჩევენ საუკეთესოს  ვიქტორინისათვის.ასევე  მოემზადებიან გამოფენისათვის .

დონე/კლასი: დაწყებითი საფეხური, მეოთხე კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა:  15 დღე
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეების მიერ დახატული  სურათები და  მათ მიერ მოფიქრებული კითხვები.   
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავურიგებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას.  ვთხოვეთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.  
პროექტი დაიწყება ზოგადი  შეკითხვით    როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა წიგნები  და  რამდენად მნიშვნელოვანია ის   მათთვის“ მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად იფიქრონ დასმულ შეკითხვაზე და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებები,  რომელიც   კითხვას და მის მნიშვნელობას ეხება. შემდეგ წყვილებში განიხილონ პასუხები. მოსწავლეები სურვილის მიხედვით  პასუხს მთელ კლასს გაუზიარებენ.
დავსვამ პროექტის მთავარ შეკითხვას „ გიყვართ თუ არა კითხვა?  რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნებს? ავუხსნი მოსწავლეებს თუ როგორ მნიშვნელოვანია  წიგნების კითხვა , მხოლოდ ხშირი კითხვით  შეძლებენ ჩამოყალიბდენ კარგ მკითხველებად.. მოსწავლეებს გამოვკითხავ ,კითხულობენ თუ არა საბავშვო კლასგარეშე ლიტერატურას? განვიხილავ და შევაფასებ მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებებს. ვთხოვ ,დამისახელონ მათთვის საყვარელი წიგნი, ჰყავთ თუ არა გამორჩეული საბავშვო მწერალი. გავმართავთ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი სახის ნაწარმოებია  მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისო (ინფორმაციული, ნარატიული, სათავგადასავლო, ზღაპარი) , გამოკითვის მიხედვით დავადგენ მათთვის საინტერესო ჟანრის ნაწარმოებს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩევთ საკითხავ მასალას.
დავალებების განაწილება
    მოსწავლეებს ვაძლევ დავალებად წაიკითხონ  15 დღის განმავლობაში ერიხ რუდოლფ რასპეს „ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“  პირველ შეხვედრაზე მიმოვიხილავთ მწერლის ბიოგრაფიას,თუ საიდან გაუჩნდა იდეა ავტორს დაეწერა  თავგადასავალი, შემდეგ შეხვედრაზე ვაჩვენებ მულტფილმს, გავმართავთ დისკუსიას, მოკლედ მიმოვიხილავთ ნაწარმოებს. კლასს დავყოფ ორ ჯგუფად. გზადაგზა  ვიმუშავებთ წაკითხული თავების გაგება-გააზრებაზე , შესაბამის მაორგანიზებელ სქემებს შეავსებენ მოსწავლეები,ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ჯგუფები მოიფიქრებენ კითხვებს ,გააცნობენ  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს და გამოარჩევენ საუკეთესო კითხვას. თითოეულმა ჯგუფმა სულ ოც-ოცი კითხვა უნდა მოიფიქროს. ასევე პროექტის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ნახატები თემაზე „ყველაზე სასაცილო ისტორია“
   კლასს დავყოფ ორ ჯგუფად , სახელწოდება შეირჩა მოსწავლეების გადაწყვეტილებით ნაწარმოების მიხედვით -„ბარონი და ბარონესები“, ‘გრაფები და გრაფინიები“ ჯგუფებს დაევალათ ნაწარმოების წაკითხვა და კითხვების შედგენა(კითხვები უნდა იყოს კონკრეტული,გააზრებული და მკაფიოდ ფორმურილებული). ჯგუფები ერთმანეთს აცნობენ კითხვებს და გამოარჩევენ საუკეთესოს
ჯგუფებს პროექტის დასკვნით ნაწილს ჩატარდება სკოლის ბიბლიოთეკაში, მოეწყობა სტუმრებისათვის ოთახი..

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას  ქართულ ენაში. გამოუმუშავდებათ  წაკითხულის გაგება-გააზრების, ინფორმაციის დახარისხების  ახალი ტექსტის დამუშავების ,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და  კრიტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების      პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.                                                                                                                         
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.


ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.









ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

მოსწავლე:
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;
ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;



ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს

ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;

აკვირდება ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, უკავშირებს მას წინარე  ცოდნას და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;

ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (წერილს, შეკითხვებს ინტერვიუსთვის);
ადგენს მარტივ დარგობრივ/ინფორმაციულ ტექსტებს, მიზნის შესაბამისად წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას;



პროექტის საჭირო რესურსები:  A 4 -ის ფორმატი, თაბახის ფურცლები,  გუაში, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,მარკერი, ერიხ რუდოლფ რასპეს „ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“

პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiko.arobelidze@gmail.com 




                                                                                         
                                                                          პროექტის სურათები

















                                                                                 
                                                                       











                                                                      
                                                                     

                                                                  


                                               პროექტის რეფლექსია


  წიგნის კითხვა ბავშვებს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაში, თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება. სწორედ ბავშვობაში გაღვივებული კითხვის სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ მოზარდებს.
   ჩემი პროექტის მიზანიც ეს იყო:გამეღვივებინა  კითხვის სიყვარული ჩემს მოსწავლეებში, ამისათვის შევარჩიე მასალა მათი ინტერესების გათვალიწინებით კლასგარეშე ლიტერატურიდან.მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ  დღეს  აქტუალური პრობლემმა მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბება. მათი უმეტესობა ძირითადად არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, არ აქვთ ჩამოყალიბებული კითხვის კულტურა.
   მეოთხე კლასში შევისწავლეთ რამდენიმე თავი ერიხ რუდოლფ რასპეს ნაწარმოებიდან „ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“. მოსწავლეები  ისე მოხიბლა ბარონის სასაცილო ისტორიებმა, რომ გამოთქვეს სურვილი წაეკითხათ ნაწარმოები ბოლომდე.დავგეგმეთ ერთად პროექტი და ბავშვებმაც პროექტის სახელწოდება მაშინვე მოიფიქრეს „ ხალისით ვკითხულობთ ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალს“
  პროექტის ვადად  განისაზღვრა 15 დღე,პირველ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ მწერლის ბიოგრაფია,თუ საიდან გაუჩნდა იდეა ავტორს დაეწერა  თავგადასავალი, შემდეგ შეხვედრაზე ვაჩვენე მულტფილმი, გავმართავთ დისკუსია,  ვისაუბრეთ მულტფილმის შედეგად მიღებულ ემოციებზე. ერთად შევიმუშავეთ  პროექტის გეგმა.გზადაგზა  ვიმუშავებდით წაკითხული თავების გაგება-გააზრებაზე , შესაბამის მაორგანიზებელ სქემებს შეავსებდნენ მოსწავლეები, და წიგნის წაკითხვის დასრულებისას გაიმარტებოდა ვიქტორინა სადაც ორი მოწინაარმდეგე გუნდი ერთმანეტს დაუსვამდნენ მათ მიერვე შედგენილ კითხვებს ნაწარმოებიდან. ასევე მოეწყობოდა გამოფენა სატაურით „ყველაზე სასაცილო ისტორია“.
  მინდა აღვნიშნო რომ პროექტის განმავლობაში მოსწავლეები  აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ხალისით ასრულებდნენ  სხვადასხვა აქტივობებს, რაც მთავარია კითხულობდნენ  თაცგადასავალს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რაც  ყველაზე მეტად  მახარებდა.
  დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ კითხვების  შედგენაზე, კითხულობდნენ და ადრებდნენ კითხვებს, ირჩევდნენ მათ შორის საუკეთესოს.
    მე მონიტორინგს ვუწევდი მთელი პროექტის განმავლობაში, ჯგუფის წევრები ასრულებდნენ დაკისრებულ დავალებებს, უზიარებდნენ ერთმანეთს მოსაზრებებს და ახსიათებდნენ პესონაჟებს, ავსებდნენ ეტაპობრივად პერსონაჟის რუკას.
    ამ პროექტმა ხელი შეუწყო ისეთი უნარების გავითარებას,როგორიცაა   კრიტიკული აზროვნება, წაკითხულის გაგება-გააზრება, ანალიზი, დისკუსია  და კომუნიკაციარაც მთავარია, გააუმჯობესეს კითხვის ტექნიკა, ტემპი, რამაც ხელი შეუწყო  კითხვის  გამართულ  პროცესს.რაც მნიშვნელოვანია, გაეცნობიან საბავშვო კლასგარეშე ლიტერატურას.
ვფიქრობ,მოტივაცია აუმაღლდებათ, დაინტერესდებიან, რომ მეტი იკითხონ და გაეცნონ  საბავშო  მწერელების შემოქმედებას.
      ვფიქრობ, რომ პროექტმა შედეგი გამოიღო და მოსწავლეებს გავუღვივე ინტერესი წიგნების  კითხვისადმი, შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და  სისტემური ხასიათი მიიღოს.
     პროექტმა მასწავლა,რომ  თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი, შემდეგი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად.



Комментариев нет:

Отправить комментарий