четверг, 20 декабря 2018 г.

სასწავლო პროექტი "კითხვა გვაკითილშობილებს"


პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:“ კითხვა გვაკეთილშობილებს“
პროექტის მთავარი იდეა: გავუღვივოთ ინტერესი  წიგნიერებისადმი, შევაყვაროთ კითხვა და პატარაობიდანვე ვიზრუნოთ წიგნიერების დონის ამაღლებაზე
პროექტის მიზნები:მოცემულ პროექტში მოსწავლეები წაიკითხავენ არჩილ სულაკაურის „სალამურას  თავგადასავალს“შეძლებენ წაკითხულის გაგება-გააზრებას და კითხვების შედგენას ზღაპრის თავების მიხედვით, მიიღებენ ვიქტორინაში „ჩვენ გვიყვარს სალამურა“მონაწილეობას, სადაც გამოვლინდება მათი ცოდნა კითხვა-პასუხის რეჟიმით, მოეწყობა გამოფენა“ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი“.
პროექტის აქტუალურობა: მოცემულიპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  წიგნიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის გაგება-გააზრების, ანალიზის, დისკუსიის,  კომუნიკაციის ,  ტექსტის  დამუშავებისა და  პერსონაჟების დეტალურად  დახასიათების უნარი.  გააუმჯობესებენ კითხვის ტექნიკას, ტემპს და დაეუფლებიან გამართულ კითხვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები კითხულობენ ზღაპარს და ადგენენ კითხვებს, ჯგუფის წევრები ერთმანეთს აცნობენ კითხვებს ადარებენ და გამოარჩევენ საუკეთესოს  ვიქტორინისათვის.ასევე ემზადებიან გამოფენისათვის . პროექტი ხელს შეუწყობს  მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

დონე/კლასი: დაწყებითი საფეხური, მეოთხე კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეების მიერ დახატული ზღაპრის გმირები და  მათ მიერ მოფიქრებული კითხვები.   
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავურიგებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას.  ვთხოვეთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.  
პროექტი დაიწყება ზოგადი  შეკითხვით    რას ნიშნავს  წიგნიერება  და  რამდენად მნიშვნელოვანია ის  ადამიანისათვის“ მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად იფიქრონ დასმულ შეკითხვაზე და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებები,  რომელიც    წიგნიერებასა და მის მნიშვნელობას ეხება. შემდეგ წყვილებში განიხილონ პასუხები. მოსწავლეები სურვილის მიხედვით  პასუხს მთელ კლასს გაუზიარებენ.
დავსვამ პროექტის მთავარ შეკითხვას „ რის საშუალებით  ავიმაღლებთ   წიგნიერების დონეს? რამდენად ხშირად კითხულობენ წიგნებს? ავუხსნი მოსწავლეებს თუ როგორ გვაკეთილშობილებს  წიგნების კითხვა და გვეხმარება წარმატების მიღწევაში . ჩავატარებ გონებრივი იერიშს,,რა არის საჭირო იმისათვის,რომ ავიმაღლოთ  წიგნიერების დონე? განვიხილავ და შევაფასებ მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებებს. ვთხოვ დამისახელონ მათთვის საყვარელი წიგნი, გავმართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი სახის ნაწარმოებია  მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისო (ინფორმაციული, ნარატიული, სათავგადასავლო, ზღაპარი)  მთელ  კლასთან ერთად შევავსებ  პერსონაჟის რუკა, სადაც  მხოლოდ ნაცნობი გმირების დახასიათებას  შეძლებენ  ,დროდადრო  კითხვის პროცესში მოსწავლეები დაახასიათებენ ზღაპრის პერსონაჟებს.ბავშვებს გავაცნობიერებ, იმისათვის რომ დავეუფლოთ  წიგნიერებას, უნდა შეგვეძლოს გამართული კითხვა,  ტექსტის გაგება-გააზრება.მთავარი და მეორეხარისხოვანი იფორმაციის დახარისხება, ტექსტის მთავარი იდეის დანახვა.
დავალებების განაწილება
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებად წაიკითხონ ერთი თვის განმავლობაში არჩილ სულაკაურის  ‘სალამურას  ავგადასავალი“  პირველ შეხვედრაზე ვაჩვენებ  მულტფილმს , შემდეგ გავმართავთ დისკუსიას, მოკლედ მიმოვიხილავთ ზღაპარს. კლასს დავყოფ ორ ჯგუფად. ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ უნდა მოიფიქრონ კითხვები ,გააცნონ  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს და გამოარჩიონ საუკეთესო კითხვა. თითოეულმა ჯგუფმა სულ ოც-ოცი კითხვა უნდა მოიფიქრონ. ასევე პროექტის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ნახატები თემაზე „ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი“


დავალებების განაწილება
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად , სახელწოდება შეირჩა ზღაპრის მიხედვით „ციცინათელები“ და „ჭიამაიები.“  ჯგუფებს დაევალათ ნაწარმოების წაკითხვა და კითხვების შედგენა(კითხვები უნდა იყოს კონკრეტული,გააზრებული და მკაფიოდ ფორმურილებული). ჯგუფები ერთმანეთს აცნობენ კითხვებს და გამოარჩევენ საუკეთესოს
ჯგუფებს პროექტის დასკვნით ნაწილს ჩატარდება სკოლის ბიბლიოთეკაში, მოეწყობა სტუმრებისათვის ოთახი..

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას  ქართულ ენაში. გამოუმუშავდებათ  წაკითხულის გაგება-გააზრების, ინფორმაციის დახარისხების  ახალი ტექსტის დამუშავების ,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და  კრიტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:ქართ.დაწყ.(I).1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკონიმუკაციო სიტუაციებში  
.ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის   თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ: მხატვრული ნაწარმოების   პერსონაჟ(ებ)ის, მისი /მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის    ახსნა.           
   ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.                                                                  ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.                                                                                                                                                                 
         
           ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.                      
                                          
                    
                                                                                                                                                                                                                                                                            

  •     კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;

      ·         ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
  •  ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
  • აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;


·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს
              ·         წაკითხულთან დაკავშირებით;

·         კვირდება ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, უკავშირებს მას წინარე  ცოდნას და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
·         უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;

·         ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (წერილს, შეკითხვებს ინტერვიუსთვის);
·         ადგენს მარტივ დარგობრივ/ინფორმაციულ ტექსტებს, მიზნის შესაბამისად წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას;


პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
  maiko.arobelidze@gmail.com
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი: http://maikoarobelidze.blogspot.com/



 







четверг, 20 сентября 2018 г.

საწრეო მუშაობა- "ქართული ენა ღმერთების ენაა"



            ქართული ენის წრე მეოთხე კლასში 
           პედაგოგი - მაია არობელიძე


2018-19 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა  გრამატიკის წრე სახელწოდებით - "ქართული ენა ღმერთების ენაა"

წრეში გაერთიანებულია მეოთხე კლასის მოსწავლეები
1.სოფი თავდიშვილი
2.აკაკი თოიძე
3.მეგი ლაღიძე
4.ანი ქამადაძე
5.ლუკა ოზმანიანი
6.ნათია ჩუბინიძე
7.ნიკოლოზ ჭეფხოძე
8.ბარბარე  ნიკოლაშვილი



წრე ტარდება კვირაში ერთხელ,სამშაბათს,მეექვსე გაკვეთილზე.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო,ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით,ქართულ ენაში ფოკუსირებული სწავლება,საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის იმისათვის,რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.გარკვეული წლებია,ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო,ამიტომ ბუნებრივია,თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას,აუცილებლად წაადგებათ.,რამეთუ საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა.მაგ.მეტყველების ნაწილები, მართლწერის საკითხები, სახელის ბრუნება და ა.შ.





წ   რ   ი  ს        ს    ა   მ    უ   შ   ა  ო       პ  რ  ო  გ  რ  ა  მ  ა
                                                  2018-19 სასწავლო წელი

                                                          სემესტრი





თვე და რიცხვი
სამუშაო  პროგრამა
აქტივობა
2.10
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
წრის მუშაობის გაცნობა, წრის თემები, კითხვა-პასუხი
9.10
არსებითი სახელი
წინადადებების შედგენა, ტექსტში არსებითი სახელის ამოცნობა
16.10
არსებითი სახელის რიცხვი
წინასწარ შედგენილი ბარათები, დახარისხება არსებითი სახელის რიცხვის მიხედვით
23.10
სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვები
სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვებით წინადადებების შედგენა, წინადადებებში შეცდომების გასწორება
30.10
არსებითი სახელის ბრუნება
არსებითი სახელების ბრუნება, ბრუნვის ნიშნების ამოცნობა წინადადებებში
6.11
არსებითი სახელის კვეცა და კუმშვა
 ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელის ბრუნება
13.11
საკუთარი სახელები
საკუთარი სახელების ბრუნება, ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები და განსხვავების პოვნა ბრუნვის მიხედვით
20.11
დან თუ გან
წინადადებების გარჩევა და შედგენა 
27.11
ზმნა
ზმნის განმარტება , მისი კითხვები, წინადადებების შედგენა.
4.12
ზმნის უღლება
ზმნის უღლება, პირის ნიშნების გამოყოფა
11.12
ზმნა და არსებითი სახელები
პრაქტიკული სამუშაო
18.12
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელის განმარტება, გახსენება, მათი სახეები და რიცხვითი სახელების გამოყენებით წინადადებების შედგენა
25.12
შემაჯამებელი  მუშაობა  განვლილი საკითხების ირგვლივ
დიაგნოსტიკური ტესტი








2018 წლის 2 ოქტომბერს  შედგა საწრეო მუშაობის  "ქართული ენა ღმერთების  ენაა"  პირველი შეხვედრა.მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, შეხვედრის დღეები და დრო. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც განვიხილავთ პირველი სემესტრის განმავლობაში.









2018 წლის  9 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა,გავიხსენეთ არსებითი სახელის რაობა, არსებითი სახელის კითხვები. მოსწავლეებმა შეადგინეს წინადადებები,
უცხო ტექსტში მოძებნეს არსებითი სახელები და დააჯგუფეს სულიერი და უსულო საგნების მიხედვით








16 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა, ვიმუშავეთ არსებითი სახელის რიცხვზე, შევადგინეთ მაგალითები, დავახარისხეთ არსებითი სახელი რიცხვის მიხედვით.





                                       

2018 წლის 23 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა, ვიმუშავეთ სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვებზე, შევადგინეთ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით, მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და იპოვეს დაშვებული  შეცდომები  უცხო ტექსტში.





2018 წლის 30 ოქტომბერს შედგა  საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა, განვიხილეთ არსებითი სახელის ბრუნება, ვაბრუნეთ არსებითი სახელები, მოსწავლეებმა დაასრულეს წინადადებებში დაუსრულებელი არსებითი სახელები.






2018 წლის 6 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობის მეექვსე შეხვედრა. განვიხილეთ კუმშვადი და კვეცადი არსებითი სახელები, ვაბრუნეთ ეს  სახელები. მოსწავლეებმა უცხო ტექსტში მოძებნეს არსებითი სახელები და დაასახელეს თუ რომელ ბრუნვაშია,კუმშვადია თუ კვეცადია მოცემული სახელები.



                                                                                                                                                                                                                                   
                           
2018 წლის  13 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობის მეშვიდე შეხვედრა, განვიხილეთ საკუთარი სახელები და მათი ბრუნება, ბავშვებმა იმუშავეს წყვილებში და აბრუნენ მეწყვილის სახელები.





2018 წლის 20 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობის მერვე შეხვედრა. ვიმუშავეთ, თუ როდის არის მართებული და სწორი გამოვიყენოთ დან თუ გან. ბავშვებმა იმუშავეს მაგალითების შედგენაზე, იპოვეს ტექსტში შეცდომები და გაასწორეს.








2018 წლის 27 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა, განვიხილეთ ზმნა, მისი კითხვები, შევადგინეთ წინადადებები ზმნების გამოყენებით, ბავშვებმა იპოვეს უცხო ტექსტში ზმნები და დაუსვეს შესაბამიოსი კითხვები.




2018 წლის 4 დეკემბერს შედგა საწრეო მუშაობის მეათე შეხვედრა.ვიმუშავეთ ზმნის უღლებაზე, გამოვყავით პირის ნიშნები, შევადგინეთ წინადადებები.





2018 წლის 11 დეკემბერს შედგა საწრეო  მუშაობის მეთერთმეტე შეხვედრა,განვიხილეთ ზმნისა და არსებითი სახელი შეწყობა რიცხვში, შევადგინეთ წინადადებები , ასევე უცხო  ტექსტშიი ვიპოვეთ შეცდომები და გავასწორეთ,





2018 წლის 18 დეკემბერს შედგა  საწრეო მუშაობის  მეთორმეტე შეხვედრა, განვიხილეთ რიცხვითი სახელი, მათი სახეები, შევადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელის გამიყენებით, ჩავსვით წინადადებებში გამოტოვებული რიცხვითი სახელები.



2018 წლის 25 დეკემბერს შედგა საწრეო მუშაობის  მეცამეტე- ბოლო შეხვედრა. შევაჯამეთ განვლილი მასალა, ვისაუბრეთ ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. შედეგების შეჯამების მიზნით ჩავატარე  დიაგნოსტიკური ტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ წრის მუშაობა ნაყოფიერი იყო და მიზანს მივაღწიეთ.