პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:“ კითხვა გვაკეთილშობილებს“
პროექტის მთავარი იდეა:
გავუღვივოთ ინტერესი წიგნიერებისადმი, შევაყვაროთ
კითხვა და პატარაობიდანვე ვიზრუნოთ წიგნიერების დონის ამაღლებაზე
პროექტის მიზნები:მოცემულ პროექტში მოსწავლეები წაიკითხავენ არჩილ სულაკაურის
„სალამურას თავგადასავალს“შეძლებენ წაკითხულის
გაგება-გააზრებას და კითხვების შედგენას ზღაპრის თავების მიხედვით, მიიღებენ ვიქტორინაში
„ჩვენ გვიყვარს სალამურა“მონაწილეობას, სადაც გამოვლინდება მათი ცოდნა კითხვა-პასუხის
რეჟიმით, მოეწყობა გამოფენა“ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი“.
პროექტის აქტუალურობა: მოცემულიპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის გაგება-გააზრების, ანალიზის, დისკუსიის,
კომუნიკაციის , ტექსტის დამუშავებისა და პერსონაჟების დეტალურად დახასიათების უნარი. გააუმჯობესებენ
კითხვის ტექნიკას, ტემპს და დაეუფლებიან გამართულ კითხვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები კითხულობენ ზღაპარს და
ადგენენ კითხვებს, ჯგუფის წევრები ერთმანეთს აცნობენ კითხვებს ადარებენ და
გამოარჩევენ საუკეთესოს
ვიქტორინისათვის.ასევე ემზადებიან გამოფენისათვის . პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები
დონე/კლასი: დაწყებითი საფეხური, მეოთხე კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეების მიერ დახატული ზღაპრის გმირები და მათ მიერ მოფიქრებული კითხვები.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და
შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავურიგებ ჯგუფური მუშაობის
რუბრიკას. ვთხოვეთ მოსწავლეებს
იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
პროექტი დაიწყება
ზოგადი შეკითხვით „ რას ნიშნავს წიგნიერება
და რამდენად მნიშვნელოვანია
ის ადამიანისათვის“ მოსწავლეებს
ვთხოვ ინდივიდუალურად იფიქრონ დასმულ შეკითხვაზე და გამოთქვამენ საკუთარ
შეხედულებები, რომელიც წიგნიერებასა და მის მნიშვნელობას ეხება.
შემდეგ წყვილებში განიხილონ პასუხები. მოსწავლეები სურვილის მიხედვით პასუხს მთელ კლასს გაუზიარებენ.
დავსვამ პროექტის
მთავარ შეკითხვას „ რის საშუალებით
ავიმაღლებთ წიგნიერების დონეს?
რამდენად ხშირად კითხულობენ წიგნებს? ავუხსნი
მოსწავლეებს თუ როგორ გვაკეთილშობილებს
წიგნების კითხვა და გვეხმარება წარმატების მიღწევაში . ჩავატარებ გონებრივი
იერიშს,,რა არის საჭირო იმისათვის,რომ ავიმაღლოთ
წიგნიერების დონე? განვიხილავ და შევაფასებ მოსწავლეების მიერ გამოთქმული
მოსაზრებებს. ვთხოვ დამისახელონ მათთვის საყვარელი წიგნი, გავმართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი სახის ნაწარმოებია მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისო
(ინფორმაციული, ნარატიული, სათავგადასავლო, ზღაპარი) მთელ
კლასთან ერთად შევავსებ პერსონაჟის რუკა, სადაც მხოლოდ ნაცნობი გმირების დახასიათებას შეძლებენ
,დროდადრო კითხვის პროცესში მოსწავლეები
დაახასიათებენ ზღაპრის პერსონაჟებს.ბავშვებს გავაცნობიერებ, იმისათვის რომ
დავეუფლოთ წიგნიერებას, უნდა შეგვეძლოს
გამართული კითხვა, ტექსტის
გაგება-გააზრება.მთავარი და მეორეხარისხოვანი იფორმაციის დახარისხება, ტექსტის
მთავარი იდეის დანახვა.
დავალებების განაწილება
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებად წაიკითხონ ერთი
თვის განმავლობაში არჩილ სულაკაურის
‘სალამურას ავგადასავალი“ პირველ შეხვედრაზე ვაჩვენებ მულტფილმს , შემდეგ გავმართავთ დისკუსიას,
მოკლედ მიმოვიხილავთ ზღაპარს. კლასს დავყოფ ორ ჯგუფად. ყოველი თავის წაკითხვის
შემდეგ უნდა მოიფიქრონ კითხვები ,გააცნონ
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს და გამოარჩიონ საუკეთესო კითხვა. თითოეულმა
ჯგუფმა სულ ოც-ოცი კითხვა უნდა მოიფიქრონ. ასევე პროექტის ბოლოს უნდა წარმოადგინონ
ნახატები თემაზე „ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი“
დავალებების განაწილება
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად , სახელწოდება შეირჩა
ზღაპრის მიხედვით „ციცინათელები“ და „ჭიამაიები.“
ჯგუფებს დაევალათ ნაწარმოების წაკითხვა და კითხვების შედგენა(კითხვები უნდა
იყოს კონკრეტული,გააზრებული და მკაფიოდ ფორმურილებული). ჯგუფები ერთმანეთს აცნობენ
კითხვებს და გამოარჩევენ საუკეთესოს
ჯგუფებს პროექტის დასკვნით ნაწილს ჩატარდება
სკოლის ბიბლიოთეკაში, მოეწყობა სტუმრებისათვის ოთახი..
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი- ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ
ცოდნას ქართულ ენაში. გამოუმუშავდებათ წაკითხულის გაგება-გააზრების, ინფორმაციის დახარისხების ახალი ტექსტის დამუშავების ,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი
და კრიტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:ქართ.დაწყ.(I).1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკონიმუკაციო სიტუაციებში
.ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ: მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი /მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა. ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
· ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
.ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ: მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი /მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა. ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
- კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;
· ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
- ასახელებს
მოსმენილი
ტექსტიდან
ესთეტიკურად
ღირებულ
ადგილებს;
- აფასებს
გმირის
საქციელს
და
განმარტავს
თავის
დამოკიდებულებას;
·
ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს
·
წაკითხულთან
დაკავშირებით;
·
აკვირდება ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, უკავშირებს
მას წინარე ცოდნას და ამის საფუძველზე
გამოაქვს დასკვნა;
·
დასმულ
კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის
სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
·
უბრუნდება
ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის
დარწმუნებული;
·
ადგენს
მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (წერილს, შეკითხვებს ინტერვიუსთვის);
·
ადგენს მარტივ დარგობრივ/ინფორმაციულ ტექსტებს, მიზნის შესაბამისად წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას;
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი: http://maikoarobelidze.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий